ღონისძიებები და ღია გაკვეთილები




,,ღონისძიებები და ღია გაკვეთილები''წყარო განკუთვნილია განხორციელებული ღონისძიებების სცენარებისთვის,მათი ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალებისთვის.







ასე გავაცილეთ 2019 წლის შემოდგომა

















2018-19 სასწავლო წელი ჩემმა კლასმა დედაენის მეჯლისით დაასრულა.











დედაენის მეჯლისი
კლასიკური მუსიკის ფონი
მასწავლებლის სიტყვა.
ბავშვები რიგრიგობით შემოდიან.


მარიi-გამარჯობა, ალბათ მიცანით. მე სწორედ ის პატარა ია ვარ, რომელმაც პირველად გაგიღიმათ, იის  სურნელს  გაზიარათ, გაზაფხული მოგილოცათ და ცოდნის სამყაროსაკენ  სავალი  გზა  დაგილოცათ.
 მე ია ვარ ბაღჩა-ბაღის მპყრობელი,
გაზაფხულის ნაზი მახარობელი,
მე ია ვარ ლურჯი  კაბით მორთული,
წამიყვანეთ, თქვენთვისა ვარ მოსული.
         
          მე მახარებს მზის სხივების  ბრჭყვიალი,
         და  მერცხლების  ცის  ლაჟვარდში  სრიალი,
         მე  ია  ვარ  ლურჯი  კაბით  მორთული
        წამიყვანეთ, თქვენთვისა  ვარ  მოსული.

ნიკა-აჰა, გაცნობათ  ჩიტმა ჭიკჭიკამ
ამ ცეროდენებს რაც გვიხარია!
ოცდაცამეტი ასო მზისხივა
ქართული ასო შეგვისწავლია!
        ანამრია  -ყური უგდეთ ვარდების და
            ზამბახების ნაზად შრიალს
            დღეს ანბანის ზეიმია
          დედაენის’’ მეჯლისია.
ნიკა- დიდი წვალებით, შრომითა და გარჯით მოვიდა ჩვენამდე ქართული  ანბანი. უამრავი ფარი, შუბი და ხმალია შიგ ჩაქსოვილი. ამიტომაცაა გამძლე, მტრისაგან აუღებელ ჩვენი ანბანი, ჩვენი სათაყვანებელი  ,,დედაენა“.
ლუკა-ბრძოლებსა და გაჭირვებაში გამოიარა ქართულმა ანბანმა, იყო დრო როცა ქართველების მცირე ნაწილმა იცოდა წერა- კითხვა. საქართველოს სჭირდებოდა  მასზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, რომლებიც მისთვის არაფერს დაინანებდნენ,რომ  ჩვენამდე  მოეტანათ დედა ენა.

ანამარია- ყოველი  ქართული  სიტყვა  ისე  ლამაზია, ბულბულის ყელით ნამღერსა  ჰგავსო- უთქვამს  იაკობს. დედაენა კი ის წიგნია, სადაც ბულბული გალობს, დედა კი ლოცვას აღავლენს.

                გიო .-ენა ქართული-დედაა ჩვენი,
                    ენა ქართული- ძალაა ჩვენი,
                   ენა ქართული-სისხლი და ხორცი ქართველი კაცის,
                    ენა ქართული-შემონახული ცეცხლით და შანთით,
                   ენა ქართული-მოვლენილი მადლი ზეცისა,
                  ენა ქართული-საამო და საგალობელი!

ლუკ- დედაენა ადამიანის უძვირფასესი საუნჯეა. იაკობ გოგებაშვილმა დედაენას უწოდა ბურჯი ეროვნებისა. სკოლაში მოსული ბავშვი  ,,დედაენის“  გაშლილი  ფურცლებიდან  ითვისებს  სამშობლოს სიყვარულს.

გიო- ჩვენი გმირობის და უკვდავების საფუძველს შეადგენს ის ენა, რომელსაც პირველად ვსწავლობთ მშობლებისაგან. ეს არის აკვანში გაგონილი ,,იავნანის“  ენა, ენა  ჩვენი წინაპრებისა, ჩვენი  ხალხისა. ამ ენას დედაენა ჰქვია.
         თემო   - რა ტკბილია  დედაენა
            რა  ნათელი, რა ქათქათა,
           ვით ბულბულის შემოფრენა,
            როგორც დედის თბილი კალთა.
                - სიცოცხლეა  დედაენა
                  მშობელ მთის და ბარის,
                 დედაენა დედასავით
                საყვარელი  არის.                  
-               დედაენის  ანი, ბანი,
                 მძივი არის ქარვისა,
                ვაჟის სახლის სამკაული,
                მზითვი არის ქალისა.


მარიამ-ერთხელ დაბადებული კაცი  მეორედ  მაშინ იბადება, როცა იაკობ გოგებაშვილის  ,,დედაენას“  ხელში  აიღებს , გადაშლის  და თითქოს ისევ დაიბადაო. ამ სამზეოს  უცებ  სხვაგვარად  ხომ  დაინახავს , სხვაგვარადაც  გაიაზრებს.
-          ნიკ      ,,დედაენა“  ნატვრის  თვალი
                  კარს რომ უღებს  პირველ  ტიტინს,
                 ანბანია  ჩამოქნილი
                ,,აი  ია“,  ,,აი   თითი“.
          - მამული  და  დედაენა ,
              გვეყვარება  გულით, მარად,
           ერთად-   ყველამ  უნდა  ვიბეჯითოთ,
             საქართველოს  გასახარად!
გიო-კაცს  ,,დედაენის“  მადლი  თუ არ ამშვენებს, დედასამშობლოს  სიყვარულის  გრძნობა  გულს  არ გაეკარება.
თემო- ,,დედაენა“  სახარებაა ჩვენთვის, საქართველოს  უწმინდეს  მამათა  მიერ  შედგენილი.ამიტომ, ,,დედაენა“  ჩვენთვის   იგივეა, რაც:
     ,,ვაზი, ჭიგოს  ჩახვეული,
       ლექსი, მზე და რწმენა.“
        
  ნიკა         დედა ენა ერთია,
             დედა ენა  ღმერთია,
          დედასავით  ტკბილია,
          დედასავით  თბილია.
           
  დედა ენის  შვილია:
        რუსთაველი, ილია,
        ტატო, გალაკტიონი-
       მისი  გამოზრდილია.
    
     დედა ენის წყალობით
    ცოდნის  გზა  გახსნილია,
     დედა ენის  მშობელი
   დედასავით  ტკბილია.
ანამარი-ღმერთმა დალოცოს ყველა ის ქართული სიტყვა, რომელშიც ჩუქურთმასავით ამოკვეთილი დედაენის სახელი ამზევდება, აბრდღვიალდება.
-ხან მოშვილდული, ხან გამართული,
ხან  აშოლტილი, ხან დახლართული
გამარჯვებულიც და დადაფნულიც,
მთელს  დუნიაზე  სახელგანთქმული.
კვლავ იგუგუნე  და იგალობე,
მამულის  ყველა  ხატი გწყალობდეს,
არ  მოგეშალოს  ფუძე აროდეს,
რომ შვილი შენი შენით  ხარობდეს.
დიდ ფარნავაზის ძველი  ნათლული-
 შენ ხარ  ანბანი, ჩვენი, ქართული.

დათო-წინაპართ სისხლში ნაბანო,შენ მშობლიურო ანბანო
  პატარა ივერიელთა, სიბრძნის ემბაზში გამბანო!
ეგ შენი განძის თილისმა
სიკეთით მძლეთამძლეაო,
შენგან მოძღვნილი საუნჯე
ჩაუქრობელი მზეაო!     
თემო-როცა ცას მოსწყდა ვარსკვლავი
და მეხი მეხზე გავარდა,
ანბანიც აბჯარს ისხამდა
მამულის დასაცავადა:
მარი აკვნებზე ვახარატებდით
და ვაქარგებდით საქარგავს.
ვუფრთხილდებოდით ძველთაგან
მშობლიურ ენის დაკარგვას.

-აი ია, აი შენი დედაენა,
აკვნიდანვე რომ გაჩუქა მზე და რწმენა,
აი ია, საოცრების დასაწყისი,
საუკუნეს რომ ანათებს ძალა მისი.
აი წიგნი, სასწაული ჩვენი ერის,
სიცოცხლეზე  ძლიერი და მშვენიერი
იგი, როგორც ძლევის ფარი საიმედო,
ხელთ გიპყრია, დედავ, ქვეყნის ნათლისვეტო.

-დედავ ,ქვეყნის ნათლისვეტო და მშვენებავ,
ზარდე შვილი საქართველოს აღმშენებლად,
სულში თაფლად ჩაეწვეთოს შენდა ლხენად.
დედაენა, დედაენა, დედაენა!
უამწიგნოდ ვერ აიდგამს ენას ჩვილი,
ვერც ჭაბუკი ინავარდებს ფრთებგაშლილი,
მას ენდე და კვლავ მიანდე შვილთა ბედი
დაილოცოს დედაენის შემოქმედი.
მარი-მახსოვს, სკოლაში  მისვლის  პირველი  დღე. დაბნეულები და დარცხვენილები  გაუბედავად  შევცქეროდით  ერთმანეთს, მასწავლებელს, რომელმაც  მოგვილოცა  ჩვენი  პირველი  ნაბიჯები  და  გვირჩია  კარგად სწავლა.
პირველად  ხელისკანკალით  მოვხაზეთ  ,,აი  ია“, მაგრამ  მასწავლებელმა  მაინც  მოგვიწონა  და  ჩვენც  უფრო  თამამად  დავწერეთ  ,,თითი’, ,,თასი“, ,,საათი“. ვეცდებით  ამის  შემდეგ  უფრო  ყურადღებით  მოვუსმინოთ  მასწავლებელს  და  უკეთესად  დავეუფლოთ  წერა-კითხვას.

  -გიო მახსოვს, ტკბილად  მარიგებდა ,
       დედა, ცრემლით  ნამული,
      შვილო, სამი საუნჯე  გვაქვს:
     ღმერთი, ენა, მამული.

 თუ  სამივეს  არ მოუვლი,
          რის  მაქნისი  იქნები,
         ამაოა  სხვაზე  შრომა,
       სხვაზე  ფუჭი  ფიქრები.
       
        - მოუარე, დაიცავი,
            გაუფრთხილდი  სამთავეს,
            სხვა  სიმდიდრე  არ  ინდომო,
           ჩემო  თვალის  სინათლევ

-თემური- ჩვენ გვიყვარს წიგნი სიტყვაკაზმული,
განა  სიტყვები, ვარსკვლავებია,
 თუ დაივიწყე ენა ქართული,
მაშ, საქართველო არ გყვარებია.                                                                                                 

ჩვენ კარგად ვიცით აზრი ხალასი,
 რაც გვიანდერძა წიგნმა ნათელმა,
 თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი,
თავი ტყუილად მოგაქვს ქართველად.

-ჩვენ კარგად ვიცით სიბრძნე ნამდვილი,
შენ წმინდა წიგნში ამოქარგული
თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი
გულში გაკლია ცეცხლი ქართული..-
ს ი მ ღ ე რ ა
ცეკვა აჭარული
„ჩანთა „ინსცენირება
მასწავლებლის სიტყვა
ხალხური სიმღერა
ისევ მასწავლებელი დედაენაზე
ანამარია-მე  ერთგული  მარო ვარ. ძალიან, ძალიან მიყვარს  დედა. ისე ძალიან, რომ ერთხელ მის  მაგივრად  მწარე წამალიც  კი დავლიე.
ნიკა- მე  ცრუ  ბიჭი ვარ. გახსოვთ, ყანაში მომუშავე  გლეხები რომ შევაჩოჩქოლე, მგელი, მგელიო? ასე მოვატყუე  ერთხელ, ორჯერ, სამჯერ  და როდესაც  მგელი მართლა  მიუვარდა ფარას, ყური აღარავინ მათხოვა. მგელმა  კი ცხვარი სულ დაგლიჯა.
              აი, რა მოსდევს  სიცრუეს. მას შემდეგ აღარასოდეს  მითქვამს  ტყუილი.
გიო-დრომ თავისი  გაიტანა. დღე დღეს  მისდევდა.ჩვენც ნელ-ნელა  ვიზრდებოდით.,,დედაენისმეშვეობით კი ის სიმდიდრე  შევიძინეთ,რომელსაც  ცოდნა  ჰქვია.
-ცოდნა  სიმდიდრეა, მერე იმისთანა  მადლიანი  სიმდიდრე, რომ რაც უნდა  სხვას  დაურიგო, გაუნაწილო, ამით შენ არა დაგაკლდება რა.
მარიამ- ცოდნა  ანთებულ  სანთელს  ჰგავს. ერთ სანთელზე  რომ ათას სხვა სანთელს  მოუკიდო, ამით სანთელს  არც ალი  დააკლდება  და  არც  სიცხოველე. პირიქით, იმატებს კიდევაც, რადგან ერთის  მაგიერ  იმასთან ერთად სხვა  ათასი  სანთელი  დაიწყებს  ლაპლაპს.

ლუკა-ქართველო, ქართული სიტყვა  დუღაბია,
ლოცვაა თავად და დიდება  უფლისა,
ვერ  დაუღლია  და ვერ  დაუჯაბნია,
ჟამს  ერი, მჯობნელი  ცრუ  წუთისოფლისა!

უძველეს  ტაძართა  ცრემლით  შენავედრი,
ტანჯული  მამული  სახატედ  ვიწამეთ,
ლოცვა  ცად  ადის  და ღვთისმშობლის  წილხვედრი
მიწა  გვაქვს  მადლიან დედამიწაზე...
ჰიმნი

სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი. ინტეგრირებული საგნები:ბუნება/ ხელოვნება






სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი. ინტეგრირებული საგნები:ქართული/ მათემატიკა









მტკიცე ნაბიჯებით შევაბიჯეთ 
კითხვის სამყაროში


ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში







~










21 სექტემბერს  სკოლაში მამა ილარონი გვეწვია,მან ღვთისმშობლობა მოგვილოცა და ჩემს პატარებს საჩუქრები გადასცა...





პირველი ექსკურსია მარშრუტი:ჯვარცხმა,ერკეთის დედათა მონასტერი,ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი.





ანბანთზეიმი

მუსიკის ფონზე
 ყურადღება ,ყურადღება.თქვენს წინაშეა პირველი  კლასი.მოგესალმებით ძვირფასო მასწავლებლებო,მშობლებო და მობრძანებულო სტუმრებო.
       თითქმის წელი გავიდა იმ დღიდან,როცა I-  კლასის მოსწავლეებისათვის პირველი ზარი დაირეკა და ბავშვებს მოსწავლეობა ამცნო.
    ამის შემდეგ იყო ბევრი სიცილი, მხიარულება, სწავლა, ზეიმები და აი, პირველი კლასიც დასრულდა.დღეს თქვენ წინაშე წარსდგებიან ეს პატაები.აი,ისინიც:
    თოდრია ნინი
    ლიზი სიხარულიძე
    ნინი თოდრია
    ნიკა ათანასოვი
    ანანონ კილასონია
   ანა სიხარულიძე
   ნატო ჯინჭარაძე
    თორნიკე ბოლქვაძე
ანანო-    -აჰა, გვაცნობა  ჩიტმა ჭიკჭიკამ
ამ ცეროდენებს რაც გვიხარია!
ოცდაცამეტი ასო მზისხივა
ქართული ასო შეგვისწავლია!
ლიზი -ყური უგდეთ ვარდების და
ზამბახების ნაზად შრიალს
დღეს ანბანის ზეიმია
„დედაენის’’ მეჯლისია.
ანა სიხარ -ყვავილებით ვამკობთ ანბანს
ნაირფერი ყვავილებით
ანბანთქების სიმღერებით
არასოდეს დავიღლებით.
ნიკა   ოცდაცამეტ ოქროს მტევანს
შევაგებოთ ჩვენი გული,
რომ ვიპოვოთ ჩვენ სამოთხის
 გასაღები დაკარგული.
ნინი - ყური დაუგდეთ ჩიტების ჭიკჭიკს,
შეხედეთ ყვავილს-ცვარში გაბანილს,
მოაქვს მერცხლების გუნდს“დედაენა“
და მოჟღურტულებს ჩვენი ანბანი.
სიმღერა-ს ა ქ ა რ თ ვ ე  ლ  ო
  ანანო- უკვე შევისწავლე ყველა ასო-ბგერა,ვეუფლებით გამართულ კითხვას,
 უკვე შემიძლია დედის დაუხმარებლად წავიკითხო ზღაპარი, წავიკითხო ლექსი
და ამაყად ვიარო, დედაენით ხელში!
ნატო-დიდმა ძია იაკობმა ბავშვებს წიგნი შეუდგინა,
და სახელად ბრძენმა კაცმა მას დაარქვადედაენა“,
ნიკა-დედაენის ანი-ბანი მძივი არის ქარვის,
ვაჟის სახლის სამკაული, მზითვი არის ქალის,
თუ მოწაფე ეწაფება, წყარო არის ღარის,
ვისაც მშობლის ენა ესმის, კარგი შვილი არის;
ვინც კარგად ფლობს დედაენას
ის მდიდარი არის,
ვინც ცუდად ფლობს, იმის სიტყვას
ეძახიან ღარიბს;
სიცოცხლეა დედაენა მშობელ მთის და ბარის,
დედაენა დედასავით საყვარელი არის!-
ნინი თოდრია-სიმღერა ,,ჩიტო,ჩიტო ნაცარა“
ანანო-.ქართული ანბანი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია შემოიღო და შექმნა მეფე ფარნავაზმა .იგი იყო იბერიის პირველი მეფე  ძვ. . III საუკუნეში. „ამან განავრცო ენა ქართული, და არღა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა
ნინი-ქართული ანბანი ერთ-ერთი სრულყოფილი ანბანური სისტემაა მსოფლიოს 14 დამწერლობას შორის, რითაც თავს ვიწონებთ ქართველი ერი.
.ნიკა თანამედროვე ქართული ანბანი 33 ასო-ბგერისგან შედგება. აქედან 5 ხმოვანია, 28 კითანხმოვანი. თითოეულ ასოს თავისი სახელი აქვს. სიტყვაანბანიწარმომდგარია პირველი ორი ასოს შეერთებისაგან: ან-საგან  და ბან-ისაგან.
ნატო-ანი ხარ თუ,
ბანი ხარ თუ,
განი ხანი  თუ,
დონი ხარ თუ,
ჩემი ჭალის ბულბული და
ჩემი იადონი ხარ!
ნინი-ანი ხარ თუ,ენი ხარ თუ,
ვინი ხარ თუ,
ზენი ხარ თუ,
თანი ხართუ,
ჩემი მზე და
ჩემი მთვარე,
ჩემი ნატვრის თვალი ხარ!
 ლიზი-ინი ხარ თუ,
კანი ხარ თუ,
ლასი ხარ თუ,
მანი ხარ თუ,
წელიწადის პირველი თვე-
ჩემი იანვარი ხარ!                                                                                        
ანა-ნარი ხარ თუ,
ონი ხარ თუ,
პარი ხარ თუ,
ჟანი ხარ თუ,
ჩემი მოსვლის
ჟამი ხარ და
ჩემი წასვლის ჟამი ხარ!
ანანო-რაე ხარ თუ,
სანი ხარ თუ,
ტარი ხარ თუ,
უნი ხარ თუ,რუსთაველის სული ხარ და
ჭავჭავაძის სული ხარ!
სიმღერა -,,ეს  საწყალი კურდღელი“
ნიკა-ფარო ჩემო,
ქანო ჩემო,
ღანი ხარ თუ ყანი ხარ,
პაწაწინა ქართველების ხელში ასაყვანი ხარ!
ლიზი-შინ შემოდი,
ჩინო თვალის,
ცანი ხარ და ძილი ხარ,
ჩვენი ფესვის,ჩვენი გვარის,
უძველესი ძირი ხარ!
ნინი-წილი ხარ და
ჭარი,ხანი,ჯანი ხარ და ჰაე ხარ,
კურთხეულ და
საკვირველი
მაცხოვრისა
არვე ხარ!
    მეცხრე კლასის სიმღერა             
ნიკა-ყველა ასოშემოვხაზე,ყველა ლექსი ვისწავლე,
რომ იცოდეთ,ოჰ,რამდენი ვიშრომე და  ვისწავლე,
ახლა უკვე შემიძლია დაწერაც და წაკითხვაც,
აღარც დედის,აღარც მამის დახმარება არ მინდა.
დედაენის წიგნით ხელში მე დავდივარ ამაყად,
მეგობარმა გოგონებმა წიგნის ჭია დამაექვეს,
რა ვქნა თუ კი წიგნი მიყვარს,ათოსნობაც მწყურია,
დედის გულის გახარება ძალზე საამურია.
ცეკვა -ქ ა რ თ უ ლ ი
  ლიზი-დედაენა, სიტყვის კონა,
 მზის სხივებით დართული,
 დაშაქრული, დათაფლული,
 დედაენა ქართული,
   ნინი-სულ უჭკნობი გაზაფხული,
 ყვავილების შრიალი,
 ბულბულების ფრთების გაშლა,
 სალამურის წკრიალი.
ანა- ათას ჭირში გამოვლილი,
 ჩვენი ჭირი და ლხენა,
 მალხაზების ფეხის ადგმა,
 თვალის პირველახელა,
ნატო- ვინ გვასწავლა სიყვარული
მშობლიური მთა-ველის,
 ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვატარა
 მიწის ყველა მტკაველი.
სიმღერა-ორი რეზო
ანანო-ვინ გვასწავლა სიყვარული
 ყანების და ზვრებისა,
 ვინ დალოცა ვაზის ძირი,
 შუქი გათენებისა,
ნიკა-მამა-პაპის სიყვარული
 ვინ გვასწავლა პირველად,
ჭირსა შიგან გამაგრება,
 ქვეყნის გასაკვირველად
ლიზი-და რკალივით შემოევლო
ჩვენი ქვეყნის კიდე-განს,
 აკვანშივე დაგვაფიცა
 საქართველოს დიდება,
დედაენას, დედასავით
 მოფერება სჭირდება.
სიმღერა-დო,რე,მი,ფა
ნიკა- ვინ წაგვკიდა რუსთაველის
 სიყვარულის ალმური,
ასე ძლიერ ვინ გვასწავლა
 სიყვარული მამულის,
ნატო-დედაენა, კვლავ რომ ინთებს
 მკერდზე ციცინათელებს,
ამ განძს თუ არ მოუარე,
 ისე ვერ იქართველებ.
 დედაენა, სიბრძნის წიგნი,
 მოჩუხჩუხე ცხრა წყარო,
{ აი ია, აი თითი,
 აი მთელი სამყარო}--ყველა.
აკაკის სიმღერა
ციფრების ზღაპარი
მეხუთე კლასი
ცეკვა-როკერნ.
სტუმრების და დირექტორის მისალმება
ანა-ღმერთო, მამაზეციერო,სამებაო უწმინდესო,
ნიკა-ძალი მომეც შენმიერი,რომ სიკეთის შუქი ვთესო.
ნინი-ამარიდე,ზაკვა,შური,განმიცხოვლე წმინდა გული,
ლიზი-სათნოება მომეც სრული და მოყვასის სიყვარული.
ანა-ღვთიურ მადლით დამაპურე,მომეც ნიჭი ცოდნის მწყურვალს,
გამზარდე და მამსახურე საქართველოს თავისუფალს.

სიმღერა-თუ,თუ,თუ....