გაკვეთილის გეგმები


 ბლოგის წყარო ,,გაკვეთილის გეგმები"განკუთვნილია ჩემ მიერ განხორციელებული გაკვეთილის გეგმებისათვის.
მინდა ამით გაგიზიაროთ ჩემი შეხედულებები და გაკვეთილის დაგეგმვის გამომუშავებული უნარ-ჩვევა.  მინდა დავაკვირდე ჩემს პრაქტიკას,შევადარო გეგმები ერთმანეთ,რაც დამეხმარება პროფესიულ წინსვლაში...


თქვენი აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის ,ძვირფასო კოლეგებო.












 გაკვეთილის/აქტივობის დაგეგმვის სქემა
თემა:  ,,ნუციკო“ ტარიელ ჭანტურია
 მასწავლებელი:  მაია სირაძე


საგანი:  ქართჲლი
სამოდელო გაკვეთილის ტიპი:ინტეგრირებული
ინტეგრირებული საგნები:ქართული /მათემატიკა
კლასი::     
პირველ
დრო:   .2019 წელი 7.03.
35 წთ
კლასის პროფილი
7 მოსწავლე
მოსწავლეთა სპეციალური საჭიროებების გათვალისწინება:  კლასში არის ერთი სსსმ მოსწავლე.
შესავალი

გაკვეთილის/აქტივობის ძირითადი მიზანი: მოსწავლემ შეძლოს გასაგებად გამოხატოს სათქმელი,შეაფასოს პერსონაჟის საქციელი(კარგად მოიქცა თუ ცუდად),ამოიცნოს ტექსტი,აბზაცი სტროფი,ილუსტრაციაზე დაყრდნობით გამოთქვას ვარაუდი. შექმნას მოცემული რიცხვის საგანთა ერთობლიობა, მოახდინოს შეკრების თვალსაჩინოდ დემოსტრირება.
სსსმ-ის მიზანი:
  შეასრულოს მასწავლებლის მარტივი ზეპირი ინსტრუქცია,მასწავლებლის მინიშნებებით გაიხსენოს მოსმენილის მსგავსი ამბავი.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:  
ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
Ø  გასაგებად გამოხატავს სათქმელს;
Ø  ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს;
ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა
Ø  .აფასებს პერსონაჟსა და მის საქციელს (კეთილია / ბოროტია; კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა და ა.შ.);
Ø  იხსენებს მოსმენილის მსგავს ამბავს, ცდილობს ახსნას, რით ჰგავს  იგი მოსმენილს;

ქართ.დაწყ. (I).10. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მაორგანიზებელი ელემენტების, სტრუქტურული და კომპოზიციური მახასიათებლების ამოცნობა.
Ø  ამოიცნობს ტექსტის, აბზაცის, სტროფის, წინადადების დასაწყისსა და დასასრულს;
ქართ.დაწყ.(I).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება
Ø  ილუსტრაციაზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს, რაზე/ვისზე შეიძლება იყოს ნაწარმოები;

მათ. I.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები.
Ø  ირჩევს და ქმნის მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობის საგანთა ერთობლიობას და პირიქით – მოცემულ საგანთა ერთობლიობას შეუსაბამებს რიცხვს;
Ø  კითხულობს და წერს რიცხვებს; გამოსახავს მათ სხვადასხვა მოდელის გამოყენებით;

მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
Ø  ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას,
.




გაკვეთილის/აქტივობის გეგმა

აქტივობები
მიზანი
მეთოდი
მოსწავლეთა ორგანიზება
რესურსი
დრო
1.ვერბალური ახსნა
მოსწავლემ გააცნობიეროს გაკვეთილის მიზანი(იცოდნენ რა უნდა შეძლონ) და შეფასების რუბრიკა.
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზანსა და შეფასების რუბრიკას,ასაკის შესაფერისი ლექსიკით.
მთელი კლასი
კომპიუტერი,პროექტორი
შეფასების ცხრილი.
ბურთი
2 წთ
2.გონებრივი იერიში
მოსწავლემ გაიაქტიუროს წინარე ცოდნა,გაუადვილდეს მომდევნო აქტივობების განხორციელება.
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით,მოსწავლეებს აწყობს წრეზე.მასწავლებელი შერჩევითი პრინციპით ისვრის ბურთს,მოსწავლე იჭერს ,მასწავლებელი უსვამს კითხვას და მოსწავლე პასუხობს,თამაში გრძელდება მანამ,სანამ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს ყველა მოსწავლე(კითხვები- დანართი პირველი).
ინდივიდუალური
მთელი კლასი
ბურთი
2.წთ
3.თამაში -,,გასეირნება ტყეში“
















3.1.ამოიცანი საგანი
მოსწავლემ გაიაქტიუროს წინარე ცოდნა,გაუადვილდეს მომდევნო აქტივობების განხორციელება.
მოსწავლემ გაიმდიდროს ლექსიკური მარაგი,ამოიცნოს ციფრები და შეუსაბამოს სიტყვები,რომელშიც შეხვედრილი ციფრის შესაბამის რაოდენობის მარცვალია(მაგალითდ:შეხვდა ციფრი სამი,იპოვოს სიტყვა,რომელშიც სამი მარცვალია).



მოსწავლემ შეძლოს ილუსტრაციაზე იპოვოს
მასწავლებლის მიერ მითითებული საგანი.

მასწავლებელი მაგიდაზე ალაგებს ბარათებს რომლის უკანა მხრეს წერია ციფრები,მოსწავლე იღებს ბარათს და კლასში არსებულ ხეების დეკორაციებზე ეძებს იმდენ მარცვლიან სიტყვას,რა ციფრიც შეხვდება.მასწვლებლის მინიშნებებით ხსნის სიტყვის მნიშვნელობას და ადგენს წინადადებას აღნიშნული სიტყვის გამოყენებით .(დანართი 2)




მასწავლებელი სსსმ მოსწავლეს თხოვს მარტივ ილუსტრაციაზე პოულობს საგნებს:ჩანთა,კურდღელი ,კენგურუ.
.
ინდივიდიალური
რიცხვებიანი და სიტყვებიანი ბარათები,
ხის დეკორაციები.














ელექტრული წიგნი ვასილ გულეურის ,,ჩანთა“.ბუკი.
5 წთ
4.კითხვა/პასუხით ვარაუდების გამოთქმა
მოსწავლეს აუმაღლდეს მოტივაცია,გაუღრმავდეს  მოთხრობისადმი ინტერესი.
განუვითარედეთ სათაურსა და ილუსტრაციაზე დაყრდნობით ვარაუდების გამოთქმის უნარი.
მასწავლებელი მოსწავლეებს პროექტორით უჩვენებს გაკვეთილის სათაურსა და ილუსტრაციას. სათაურის წაკითხვის (წააკითხებს მოსწავლეებს) შემდეგ, სთხოვს მოსწავლეებს დააკვირდნენ ილუსტრაციას. სათაურისა და ილუსტრაციაზე დაყრდნობით მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს იმის შესახებ, თუ  რა თემაზე იქნება ტექსტი.



მთელი კლასი

კომპიუტერი,პროექტორი,ილუსტრაცია,ტარიელ ჭანტურიას ლექსი,,ნუციკო „
აწყობილი .PowerPoint-ში
2 წთ
5 .,,ერთობლივი კითხვა ვარიაციებით
მოსწავლეს გამოუმუშავდეს  გაწაფული კითხვის  საბაზისო  უნარები;
მასწავლებელი დიდი წიგნის პრინციპით პროექტორით აჩვენებს ლექსის ელექტრონულ ვარიანტს. ამის შემდეგ  მოხდება ტექსტის წაკითხვა ერთობლივი კითხვის მეთოდით: ჯერ მასწავლებელი ახორციელებს საჩვენებელ კითხვას.
შემდეგ ეტაპზე მოხდება ერთობლივი კითხვა - მოსწავლე და მასწავლებელი.
შემდეგ კი ერთობლივი კითხვა დამოუკიდებლად - მხოლოდ მოსწავლეები. ამ უკანასკნელს მასწავლებელი გახდის კიდევ უფრო სახალისოს. მაგ: ჯერ წაიკითხავენ მხოლოდ ის მოსწავლეები ვისი სახელიც 4 ასოსგან შედგება... ახლა წაიკითხონ მათ, ვისი სახელიც 6 ასოსგან შედგება...  ვისი სახელიც7 და 8 ასოსგან შედგება.
მთელი კლასი
წყვილები
კომპიუტერი,პროექტორი,ილუსტრაციატარიელ ჭანტურიას ლექსი,,ნუციკო „
აწყობილი,აწყობილი .PowerPoint-ში
6 წ თ
6.კითხვა/პასუხი
















6.1. ვერბალური ახსნა(სსსმ მოსწავლე)
მოსწავლემ შეძლოს ტექსტის გაგება/გააზრება,
ამოიცნოს ტექსტის, აბზაცი, სტროფი, სტრიქონი, წინადადების დასაწყისი და დასასრული;
























მოსწავლემ გაიხსენოს მოუსმენია  თუ არა მსგავსი ამბავი, დასახელოს რამდენი ყური აქვს კურდღელს,კენგურუს.
ლექსის სტრუქტურისა და შინაარსიის  გაცნობა/გააზრების  მიზნით მასწავლებელი სვამს კითხვებს:
ü  შეიძლება სკოლაში უწიგნოდ წასვლა?რატომ?
ü  რომელი სიტყვებით ჩანს,რომ ლექსის ავტორს ნუციკო უყვარს?
ü  როგორია ნუციკო?ბეჯითი,მხიარული,უყურადღებო?რატომ?
ü  რამდენი სტრიქონი შეადგენს ერთ სტროფს?
ü  რამდენი სიტყვაა პირველი სტროფის მესამე სტრიქონზე?
ü  მეორე სტროფის მეორე .მესამე ,პირველ სტრიქონებზე?
ü  გაიხსენე, რით განსხვავდება ლექსი მოთხრობისგან?
ü  რამდენი აბზაცია ტექსტსი?(დანართი 3)
ü  წაიკითხე პირველი აბზაცის მეორე სტრიქონი.
ü  მეორე აბზაცის პირველი სტრიქონი.
ü  პირველი აბზაცის პირველი წინადადება, მეორ სტრიქონის მეორე სიტყვა და ..


მასწავლებელი სსსმ მოსწავლე
სთხოვს გაიხსენოს კიდევ რომელი მოთხრობა იცის სადაც კურდღელია ნახსენები.რამდენი ყური აქვს კურდღელს,კენგურუს.
ინდივიდუალური

კომპიუტერი,პროექტორი,ილუსტრაცია,ტარიელ ჭანტურიას ლექსი,,ნუციკო „
აწყობილი  .PowerPoint-ში

ფორმატის ქაღალდზე ხელნაწერი მოთხრობა ,,ჩანთა“ვასილ.გულეური.
















ელექტრული წიგნი ვასილ გულეურის ,,ჩანთა“.ბუკი.
9 წთ







































მოსწავლემ შეძლოს დამოუკიდებლად ამოიცნოს სიტყვათა რაოდენობა სტროფებში და
მოახდინოს შეკრების  დემონსტრირება.
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ლექსის დაბეჭდილ სტროფებს და სთხოვს წყვილებმა დათვალონ რამდენი სიტყვაა თითოეულ სტრიქონზე და მიუწერონ სტრიქონს, შედეგი შეკრიბონ, ჯამი ჩაწერონ სტროფის ქვემოთ გვირილაში..
მოსწავლეები  სტროფებს ალაგებენ მაგნიტურ დაფაზე მასში არსებული სიტყვების რაოდენობის მიხედვით ზრდადობით.
წყვილები
ტარიელ ჭანტურიას ,,ნუციკოს“ცალ-ცაკე ამობეჭდილი სტროფები წყვილებისთვის.
7 წთ
8.კითხვა/პასუხი
მოსწავლეს განუვითარდეს მეტყველების, აზრის გამოთქმის,შეფასების უნარი.
გაკვეთილის შეჯამება/შეფასება
მოსწავლეთა ჩართულობით შეჯამდება გაკვეთილზე ჩატარებული აქტივობები და მიღწეული შედეგები.
მოსწავლეები შეაფასებენ აქტივობებსა და საკუთარ ჩართულობას: რომელი აქტივობა მოეწონათ ყველაზე მეტად? რატომ? რა გაუიოლდათ, რა გაუძნელდათ?  რა, ან ვინ დაეხმარათ სიძნელის გადალახვაში მასწავლებელი  შეაფასებს კლასს  შეფასების რუბრიკის მიხედვით განმავითარებელი კომენტარით და მოსწავლეებს უსურვებს წარმატებებს.


მთელი კლასი


2წთ






მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები:
დაჯგუფების რომელ ფორმებს გამოიყენებთ ამ აქტივობის განხორციელებისას (მთელი კლასი, წყვილები, სამწევრიანი, ოთხწევრიანი, ჰომოგენური, ჰეტეროგენული და სხვ.)?
A ფაზა -საერთო საკლასო, ინდივიდუალური .  B ფაზა- საერთო საკლასო ,წყვილებში მუშაობა . C ფაზა- წყვილები,ინდივიდუალური.



სასწავლო მასალა:((სახელმძღვანელო, თვალსაჩინოება, ინტერნეტ-რესურსი ,კომპიუტერი,პროექტორი და სხვ.)
 კომპიუტერი,პროექტორი,ილუსტრაცია,ტარიელ ჭანტურიას ლექსი,,ნუციკო „აწყობილი  .PowerPoint-ში ფორმატის ქაღალდზე ხელნაწერი  მოთხრობა ,,ჩანთა“ვასილ გულეური.ტარიელ ჭანტურიას ,,ნუციკოს“ცალ-ცაკე ამობეჭდილი სტროფები წყვილებისთვის.რიცხვებიანი და სიტყვებიანი ბარათები,ბურთი,ელექტრული წიგნი ვასილ გულეურის ,,ჩანთა“.ბუკი.ხის დეკორაციები



გაკვეთილის/აქტივობის  ეტაპები   
A ფაზა (გამოწვევა  11 წუთი )
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზანსა და შეფასების რუბრიკას,ასაკის შესაფერისი ლექსიკით.
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით,მოსწავლეებს აწყობს წრეზე.მასწავლებელი შერჩევითი პრინციპით ისვრის ბურთს,მოსწავლე იჭერს ,მასწავლებელი უსვამს კითხვას და მოსწავლე პასუხობს,თამაში გრძელდება მანამ,სანამ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს ყველა მოსწავლე(კითხვები- დანართი პირველი).
 მასწავლებელი მაგიდაზე ალაგებს ბარათებს რომლის უკანა მხრეს წერია ციფრები,მოსწავლე იღებს ბარათს და კლასში არსებულ ხეების დეკორაციებზე ეძებს იმდენ მარცვლიან სიტყვას,რა ციფრიც შეხვდება.მასწვლებლის მინიშნებებით ხსნის სიტყვის მნიშვნელობას და ადგენს წინადადებას აღნიშნული სიტყვის გამოყენებით .(დანართი 2) მასწავლებელი მოსწავლეებს პროექტორით უჩვენებს გაკვეთილის სათაურსა და ილუსტრაციას. სათაურის წაკითხვის (წააკითხებს მოსწავლეებს) შემდეგ, სთხოვს მოსწავლეებს დააკვირდნენ ილუსტრაციას. სათაურისა და ილუსტრაციაზე დაყრდნობით მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს იმის შესახებ, თუ  რა თემაზე იქნება ტექსტი.
 
B ფაზა (განმავლობაში  15 წუთი წუთი)

ლექსის სტრუქტურისა და შინაარსიის  გაცნობა/გააზრების  მიზნით მასწავლებელი სვამს კითხვებს:
ü  შეიძლება სკოლაში უწიგნოდ წასვლა?რატომ?
ü  რომელი სიტყვებით ჩანს,რომ ლექსის ავტორს ნუციკო უყვარს?
ü  როგორია ნუციკო?ბეჯითი,მხიარული,უყურადღებო?რატომ?
ü  რამდენი სტრიქონი შეადგენს ერთ სტროფს?
ü  რამდენი სიტყვაა პირველი სტროფის მესამე სტრიქონზე?
ü  მეორე სტროფის მეორე .მესამე ,პირველ სტრიქონებზე?
ü  გაიხსენე, რით განსხვავდება ლექსი მოთხრობისგან?
ü  რამდენი აბზაცია ტექსტსი?(დანართი 3)
ü  წაიკითხე პირველი აბზაცის მეორე სტრიქონი.
ü  მეორე აბზაცის პირველი სტრიქონი.
ü  პირველი აბზაცის პირველი წინადადება, მეორ სტრიქონის მეორე სიტყვა და ..

მასწავლებელი სსსმ მოსწავლე
სთხოვს გაიხსენოს კიდევ რომელი მოთხრობა იცის სადაც კურდღელია ნახსენები.რამდენი ყური აქვს კურდღელს,კენგურუს.
C ფაზა (რეფლექსია  9 წუთი)

  მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ლექსის დაბეჭდილ სტროფებს და სთხოვს წყვილებმა დათვალონ რამდენი სიტყვაა თითოეულ სტრიქონზე და მიუწერონ სტრიქონს, შედეგი შეკრიბონ, ჯამი ჩაწერონ სტროფის ქვემოთ გვირილაში..
მოსწავლეები  სტროფებს ალაგებენ მაგნიტურ დაფაზე მასში არსებული სიტყვების რაოდენობის მიხედვით ზრდადობით.
გაკვეთილის შეჯამება/შეფასება
მოსწავლეთა ჩართულობით შეჯამდება გაკვეთილზე ჩატარებული აქტივობები და მიღწეული შედეგები.
მოსწავლეები შეაფასებენ აქტივობებსა და საკუთარ ჩართულობას: რომელი აქტივობა მოეწონათ ყველაზე მეტად? რატომ? რა გაუიოლდათ, რა გაუძნელდათ?  რა, ან ვინ დაეხმარათ სიძნელის გადალახვაში მასწავლებელი  შეაფასებს კლასს  შეფასების რუბრიკის მიხედვით განმავითარებელი კომენტარით და მოსწავლეებს უსურვებს წარმატებებს.



















დანართი1:
                     რისგან შედგება მოთხრობა?
                     რისგან შედგება აბზაცები?
                      რისგან შედგება სტრიქონები?
                      სტრიქონებზე რა არის?წინადადებებში?სიტყვებში?
                      რამდენი ასო ქართულში?
                      მათ შორის რამდენი ხმოვანია?
                     რა განსხვავებაა ბგერასა და ასოს შორის?
  დანართი.2: უკუდო,უსავარცხელო,ოფოფი,უქუდო,კენგურუ,მონადირე,სჭეროდეს.  
 


დანართი.3:

კრიტერიუმები
მაღალი მზაობა
საშუალო მზაობა
დაბალი მზაობა
მოსწავლე  გასაგებად გამოხატავს სათქმელს, აფასებს პერსონაჟის         საქციელს.
გასაგებად გამოხატავს სათქმელს ,.აფასებს პერსონაჟის საქციელს.
გასაგებად გამოხატავს სათქმელს ,.მასწავლებლის მინიშნებით აფასებს პერსონაჟის საქციელს.
ცდილობს გასაგებად გამოხატოს სათქმელი ,.მასწავლებლის დახმარებით შეაფასოს პერსონაჟის საქციელი.
ამოიცნობს ტექსტს,აბზაცს,სტროფს.
,ამოიცნობს ტექსტს, აბზაცს, სტროფს.
ამოიცნობს ტექსტს, აბზაცს, სტროფს.
მასწავლებლის დახმარებით ამოიცნობს ტექსტს, აბზაცს, სტროფს.
ილუსტრაციაზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს.
ილუსტრაციაზე დაყრდნობით გამოთქვას ვარაუდს.
ილუსტრაციაზე დაყრდნობით მცირე ხარვეზით გამოთქვას ვარაუდს.
უჭირს ილუსტრაციაზე დაყრდნობით დამოუკიდებლად გამოთქვას ვარაუდი.
შეუსაბამებს რიცხვებს რაოდენობებს და რაოდენობებს რიცხვებს,
მცირე ხარვეზით შეუსაბამებს რიცხვებს რაოდენობებს და რაოდენობებს რიცხვებს.
ცდილობს შეუსაბამოს რიცხვებს რაოდენობები და რაოდენობებს რიცხვები.
ახდენს შეკრების დემოსტრირებას.
 დამოუკიდებლად ახდენს შეკრების დემოსტრირებას.
მასწავლებლის მინიშნებით ახდენს შეკრების დემოსტრირებას.
მასწავლებლის დახმარებით ახდენს შეკრების დემოსტრირებას.





























 გაკვეთილის/აქტივობის დაგეგმვის სქემა
თემა:  ,,მირიან მეფის ნადირობა“-ავთანდილ არაბიძე. მასწავლებელი:  მაია სირაძე

საგანი:   
ქართჲლი
კლასი::     
IV
დრო:   .2017წელი
45 წთ
კლასის პროფილი
5 მოსწავლე
შესავალი

გაკვეთილის/აქტივობის ძირითადი მიზანი:
 მოსწავლემ შეძლოს წაკითხული ტექსტის ადეკვატურად აღქმა და შინაარსის გადოცემა
მოსწავლემ შეძლოს საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხული ტექსტის მიმართ
მოსწავლემ შეძლოს კონკრეტული ინფორმაციის მოძიება მითითებულ თამასთან დაკავშირებით
მოსწავლემ შეძლოს პერსონაჟის ქცევის მიზეზის განსაზღვრა, გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება პერსონაჟის მიმართ.


ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:  
 ქართ. IV. 1. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი და გადმოსცეს მათი შინაარსი.
·         მიჰყვება მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტურ ხაზს და თანამიმდევრობით გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს;
ქართ. IV. 2. მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მხატვრული ნაწარმოების მიმართ.
·         მსჯელობს ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კუთხით;
·         გამოხატავს საკუთარ ემოციებს/განცდებს და ცდილობს მათ ახსნას („გამიკვირდა იმიტომ, რომ...“, „აღვშფოთდი იმიტომ, რომ...“).
ქართ. IV. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თემაზე შექმნილი მხატვრული ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა.
·         ასახელებს მოქმედ პირებს;
·         მოიძიებს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., მოვლენათა, მოქმედებათა დროსა და ადგილს);
·         აკვირდება პერსონაჟთა ქცევას, მოქმედებას, თვისებებს და დაკვირვების საფუძველზე გამოაქვს სათანადო დასკვნა მათი აზრების, განზრახვების, განცდების შესახებ;
·         ამოიცნობს ტექსტში გამოცემულ მოვლენებს, მოქმედებებს შორის არსებულ ლოგიკურ (მიზეზ-შედეგობრივ, ოპოზიციურ, პირობით, დათმობით და სხვა) კავშირებს;
·         გამოყოფს სიუჟეტის  განვითარების ეტაპებს (დასაწყისს, ამბის შუა ნაწილს, დასასრულს);
ქართ. IV. 8. მოსწავლეს შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხული ტექსტის (მხატვრულის/არამხატვრულის) მიმართ; ავლენს ესთეტიკური და ეთიკური შეფასების სურვილს.
·         მიუთითებს, რით დაინტერესდა / რა მოეწონა ტექსტში (ინფორმაცია, ამბავი, პერსონაჟის საქციელი, ბუნების აღწერა, დიალოგები თუ სხვა);



გაკვეთილის/აქტივობის გეგმა

აქტივობები
მიზანი
მეთოდი
მოსწავლეთა ორგანიზება
რესურსი
დრო
1.    საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
გავაცნო მოსწავლებს გაკვეთილის მნიშვნელობა.
მოსწავლეთა წარდგენა,  გაკვეთილის თემის,  მიზნის, მოსალოდნელი შედეგის და შეფასების რუბრიკის  გაცნობა
მთელი კლასი
საკლასო ჟურნალი,
შეფასების რუბრიკა
თვალსაჩინოება
2 წთ
2.    მოგზაურობა სასიტყვეთში (საშინაო დავალების პრეზენტაცია).
წინარე ცოდნის  გააქტიურება
სიტყვებით:მემატიანე,განმანათლებელი,ჭეშმარიტი ძლევამოსილება,წარმართი,კერპები,სანახები,მოიხილოს,შეღაღადა,რაითა აღვიარო  გამოყენებით  შედგინილი  წინადადებების წარმოდგენა(წინა გაკვეთილზე მასწავლებელმა იმუშავა ლექსიკაზე,მოსწავლეებს გააცნო ზემოთ აღნიშნული სიტყვები,ზეპირად შეადგინეს წინადადებები, საშინაო დავალებად კი დაევალათ ამ სიტყვებით შეედგინათ და სამუშაო რვეულში ჩაეწერათ მსგავსი წინადადებები. პრეზენტაციას აკეტებს კენჭისყრით შერჩეული მოსწავლე).

ინდივიდიალური
საშინაო დავალების რვეულები
4.წთ

3.    .ასოციაციური რუკის შევსება.
წინარე ცოდნის  გააქტიურება
ასოციაციურ რუკაში წერია ,,წმინდა ნინო“,მოსწავლეები ასახელებენ ასოციაციებს,მასწავლებელი  და მოსწავლეები წერენ  რუკაში.
ინდივიდუალური
ასოციაციური რუკა,დაფა ,ცარცი.
1 წუთი

 4.დაკვირვება თვალსაჩინოებაზედა მინი ლექცია
პოზიტიური განწყობის შემნა. ინფორმაციის მიღება მირიან მეფეზე.
-მასწავლებელი მოსწავლეებს  წარუდგენს ინტერნეტრესურსს,ვიდეო მასალას ,,მირიან მეფე.ვიდეო მასალაში
ყურადღებას ამახვილებს  იმ ნაწილზე ,სადაც ნახსენებია  ნინოს ღმერთი, თავის ღმერთებს მოუხმო,ჯვარცმული ღმერთი...
მთელი კლასი
ინტერნეტ რესურსი
პროექტორი, კონპიურეტი
3 წთ








5. მასწავლებლის საჩვენებელი კითხვა,მოსწავლეთა გაგრძელებით.კითხვა/პასუხი.
გამომეტყველებითი კითხვის დემონსტრირება,  წაკითხული ტექსტის გაგება გააზრების ხელშეწობა
ავთანდილ არაბიძის ,,მირიან მეფის ნადირობის“მხატვრულად და გამომეტყველიბით წკითხვას იწყებს მასწავლები და აგრძელებს მოსწავლე. გაგება -გააზრების შემოწმების მიზნით შიგა და შიგ  სვამს კითხვას.კითხვის დასრულების შემდეგ მასწავლებელი  ეკითხება კლასს:როგორი სახის ტექსტი წავიკითხე?რის შესახებ მოიპოვეს ინფორმაცია?
მთელი კლასი
სახემძღვანელო,
წმინდა ნინოს ხატი,დოდაფალი ნანასა და მირიან მეფის ,
თხოთის მთის,უფლისციხის,მუხრანის მიდამოების,არმაზის კერპის ფოტოები.
15წთ

6.მონიშვნებით კითხვა(დამოუკიდებლად)
კითხვის უნარის
განვითარება
მოსწავლეები დამოუკიდებლად კითხულობენ ტექსტს,გაუგებარ სიტყვებს, წინადადებსა ინიშნავენ და კითხვის დასრულების შემდეგ მასწავლებლი დახმარებით ხსნიან გაუგებარ სიტყვებსა და წინადადებებს.კიტხვის დასრულების შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს მირიან მეფისა და დედოფალი ნანას ფოტოებს.

ინდივი-დუალუ-რი


სახემძღვანელო.
კომპიუტერი,პროექტორი.
6.წთ

7. ჩვენ ვავსებთ კროსვორდს.
დავადგინო, როგორ შეძლო მოსწავლემ ახალი მასალი გაგება.
კროსვორდის ერთობლივი შევსებით მასწავლებელი ამოწმომებს თუ  როგორ გაიაზრა მოსწავლემ ტექსტი.
სვამს კითხვებს და მოსწავლის  პასუხებს ჩაწერს შესაბამის გრაფაში.

მთელი
კლასი

მასწავლებლის მიერ შექმნილი კროსვორდი
(დანართიN4)
3წთ

8.წაკითხულის გააზრების ტესტი
დავადგინო, როგორ შეძლო მოსწავლემ ახალი მასალი გაგება.
მოსწავლე მუშაობს მასწავლებლის მიერ მიწოდებულ ტესტზე.
ინდივიდუალური
მასწავლებლის მიერ შედგენილი დიფერენცირებული
ტესტი
6წთ

9.თვითშეფასება
თვითშეფასების უნარის განვითარება
მოსწავლე  თავის ნამუშევარს ადარებს  სწორ პასუხებს,რომელსაც მასწავლებელი პროექტორით აჩვენებს  დაფაზე და
თითოეულ სწორად შესრულებულ დავალებაში იწერს პლუსს,არასწორზე მინუსს.
ინდივიდუალური
პროექტორი.კომპიუტერი,ტესტის სწორი პასუხები
2წთ








10.საშინაო დავალება
შესწავლილი მასალის ცოდნის განმტკიცება
მასაწვლებელი მოსწავლეს ავალებს ტექსტის დასწავლას თხრობით,მოიძიოს  დამატებითი ინფორმაცია მირიან მეფისა და დედოფალი ნანას შესახებ.
მთელი კლასი


ინტერნეტი,ისტორიული  ლიტერატურა.
1წთ

11.მოსწავლეების უკუკავშირით გაკვეთილის შეჯამება.
 გავიგო:რა ისწავლეს?
რა მოეწონათ?რა გრძნობა დაეუფლათ?
გასავლელი ბარათებით მოსწავლე მასწავლებელს აძლევს უკუკავშირს,
ჩატარებულ გაკვეთილთან დაკავშირებით.
ინდივიდუალური
გასასვლელი ბარათები.
3წთ

მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები:
დაჯგუფების რომელ ფორმებს გამოიყენებთ ამ აქტივობის განხორციელებისას (მთელი კლასი, წყვილები, სამწევრიანი, ოთხწევრიანი, ჰომოგენური, ჰეტეროგენული და სხვ.)?
A ფაზა საერთო საკლასო.      B ფაზა- საერთო საკლასო და წყვილებში მუშაობა და C ფაზა- ინდივიდუალური

სასწავლო მასალა:((სახელმძღვანელო, თვალსაჩინოება, ინტერნეტ-რესურსი ,კომპიუტერი,პროექტორი და სხვ.) 


გაკვეთილის/აქტივობის  ეტაპები   


A ფაზა (გამოწვევა  10წუთი წუთი)
მოსწავლეთა წარდგენა, მოსწავლეებისთივს გაკვეთილის თემის, მიზნის, მოსალოდნელი შედეგის და შეფასების რუბრიკის გაცნობა(დანართიები 1 და 2).  მივმართავ კლასს:  გუშინ ჩვენ სასიტყვეთში ვიმოგზაურეთ,გავეცანით სიტყვებს. სიტყვებით:მემატიანე,განმანათლებელი,ჭეშმარიტი ძლევამოსილება,წარმართი,კერპები,სანახები,მოიხილოს,შეღაღადა,რაითა აღვიარო და მათი გამოყენებით სახლში უნდა შეგედგინათ წინადადებები.
კენჭისყრით სერჩეული მოსწავლე გამოდის და ინდივიდუალურად აკეთებს დავალების პრეზენტაციას.
ასოციაციურ რუკასი წერია ,,წმინდა ნინო“,მოსწავლეები ასახელებენ ასოციცაციებს,მასწავლებელი და მოსწავლეები ჩაწერენ რუკაში.
პოზიტიური განწყობის შექმნისა და მოტივაციის ამაღლებისათვის.მოსწავლეებს ვაჩვენებ ინტერნეტ რესურსს(ლინკი იხილეთ ქვემოთ) ,,მირიან მეფე“.ვიდეო მასალაში ყურადღებას ვამახვილებ  იმ ნაწილზე,სადაც ნახსენებია  ნინოს ღმერთი, თავის ღმერთებს მოუხმო,ჯვარცმული ღმერთი...(https://www.youtube.com/watch?v=xYKCqo85j_o)


  

B ფაზა (წვდომა  20 წუთი)
მოსწავლეებს ვთხოვ იყვნენ ყურადღებით და მივმართავ კლასს:მე თქვენ საინტერესო იტორიულ ამბავს გაგაცნობთ მირიან მეფის ნადირობის შესახებ.მხატვრული-გამომეტყველებითი კითხვისა და სააზროვნო უნარების განვითა- რების მიზნით საჩვენებლად ვკითხულობ ავთანდილ არაბიძის ,,მირიან მეფის ნადირობას“. მხატვრულად და გამომეტყველე-იბით წკითხვას იწყებს მასწავლებელი და აგრძელებს მოსწავლე.შიგა და შიგ გაგება-გააზრების შემოწმების მიზნით  სვავამ კითხვებს.ხოლო კითხვის დასრულების შემდეგ კლასს ვეკითხები -როგორი სახის ტექსტი წავიკითხე?რის შესახებ მიიღეთ ინფორმაცია ტექსტიდან?
  მომდევნო ეტაპზე კითხვის უნარის განვითარებისა და ტექსტის გაგების მიზნით მოსწავლეები დამოუკიდებლად კითხულობენ ტექსტს,გაუგებარ სიტყვებს, წინადადებსა, ინიშნავენ და კითხვის დასრულების შემდეგ მასწავლებლის დახმარებით ხსნიან გაუგებარ სიტყვებსა და წინადადებებს.
პ.ს.კითხვის დროს ვაკეტებ ცანაწერებს სეფასების რუბრიკის მიხედვით(დანარტი.1.).კითხვის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს აჩვენებს მირიან მეფისა და დედოფალი ნანა ფოტოს.
 

C ფაზა (რეფლექსია  15წუთი)
 გაიაზრეს თუ არა ტექსტი ,ამისთვის ჯერ კითხვებზე პასუხის გამოყენებით მოსწავლეთა ძალებით ვავსებ კროსვორდს(მთელი კლასი) .
შემდეგ ეტაპზე ვამუშავებ წაკითხულის გაასაზრებელ ტესტზე.ტესტეზე მუშაობის დასრულების შემდეგ,სწორ პასუხებს ვაჩვენებ პროექტორით,მოსწავლე ადარებს  მას თავის ნამუშევრს  და აფასებს საკუთარ თავს, მეორე დანართის მიხედვით.
აქვე, ვაფასებ თითოეულს კომენტარით პირველი დანართის მიხედვით.რის შემდეგაც  მოსწავლეებს ვაძლევ საშინაო დავალებას:დაისწავლონ  ტექსტის ,,მირიან მეფის ნადირობა“ თხრობით. მოიძიოს  დამატებითი ინფორმაცია მირიან მეფისა და დედოფალი ნანას შესახებ.
 კიდევ ერთხელ,მადლობას ვუხდი მოსწავლეებს,მიზანს რომ მიაღწიეს ,გასავლელი ბარათებით კი მათგან ვიღებ უკუკავშირს.

სარეზერვო აქტივობა ფოტოკოლაჟი ,,პირველი ქრისტიანი მეფე“.
(https://www.youtube.com/watch?v=xYKCqo85j_o)



















 დანართი .1
კრიტერიუმები
მაღალი მზაობა
საშუალო მზაობა
დაბალი მზაობა
წაკითხული ტექსტის ადეკვატურად აღქმა და შინაარსის გადოცემა


მოსწავლეს შეუძლია წაკითხული ტექსტის  ადეკვატურად აღქმა და შინაარსის გადმოცემა. მუშაობს დამოუკიდებლად
გამოხატავს საკუთარ ემოციებს წაკითხული ტექსტის მიმართ
წაკითხულ ტექსტს იგებას ადეკვატურად რაც გამოიხატება ტესტბზე მუსაობით, თუმცა უჭირს შინაარსის გადმოცემა
ვერ იგებს ტექსტის შინაარსს
საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხული ტექსტის მიმართ

გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხული ტექსტის მიმართ. იშველიებს არგუმენტს ტექსტიდან
საკუთრი დამოკიდებულების გამოსახატავად საჭიროებს მასწავლებლის მხარდაჭერას.  
ვერ გამოხატავს საკუთარ და მოკიდებულებას
კონკრეტული ინფორმაციის მოძიება მითითებულ თამასთან დაკავშირებით

აქვს უნარი დამოუკიდებლად მოიძიოს მითითებული ინფორმაია და აუდიტორიას წარუდგინოს სათანადო ფორმით
საჭიროებს მხარდაჭერას / დახმარებას რათა მოიძიოს და საზოგადოებას წარუდგინოს საჭირო ინფორმაცია
ვერ ახერხებს მითითებული ინფორმაციის მოძიებას
პერსონაჟის ქცევის მიზეზის განსაზღვრა, გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება პერსონაჟის მიმართ.

აქვს უნარი შეაფასოს პერსონაჟის ქცევა დ გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მისი საქციელის მიმართ.
საჭიროებს მხარდაჭერას, დამატებიტ კითხვებს პერსონაჟის ქცევის შესაფასებლად.  უჭირს საკუთარი დამოკიდებულების გადმოცემა
არ შეუძლია პერსონაჟის შეფასება და საკუთრი დმოკიდებულების გამოხატვა.

      დანართი.2..წაკითხულის გააზრების ტესტის შეფასება(ინდივიდუალური თვითშეფასება)

სახელი,გვარი
სწორი პასუხების რაოდენობა
არასწორი პასუხების როდენობა
შეფასება
ნინი თოდრია



ანანო კილასონია



ანა სიხარულიძე



ლიზი სიხარულიძე



ნატალი ჯინჭარაძე




p.s.(მოსწავლეებმა იციან,რომ წითელ ვარსკვლავს დაიმსახურებენ ყველა სწორი პასუხისათვის,
ერთ-ორ შეცდომაში ცისფერს,ორზე მეტ შეცდომაში-ყვითელს.მასწავლებელი შედეგების
მიხედვით აძლევს განმავითარებელ ,ზეპირ კომენტარს).
დანართი3.კროსვორდი (კითხვებზე პასუხის გაცემით სვეტში უნდა მიიღონ პირველი ქრისტიანი მეფის სახელი)
1.რომელ საუკუნეში მოხდა ტექსტში გადმოცემული ამბავი?(მეოთხე)
2. სარწმუნოება,რომელსაც ქადაგებდა წმინდა ნინო იყო...(ქრისტიანობა)         
3.რომელი ღმერთის ძლევამოსილება ირწმუნა დედოფალმა ნანამ?(ქრისტეს)
4. რა ერქვა კერპს,რომელსაც  თაყვანს სცემდა  მირიან მეფე?(არმაზი)
5. .რომელი ქალაქი იყო საქართველოს დედაქალაქი ტექსტში აღნიშნულ პერიოდში ანუ მეოთხე საუკუნეში?(მცხეთა).
6. გაქრისტიანებულ დედოფალზე გაბრაზებულმა მეფე სად  გადაწყვიტა წასვლა?(სანადიროდ).
7.ვისი ღმერთის ხსენებამ გაანათა ბნელეთი?(ნინოს ღმერთის)
8.ნინოს ღმერთის აღიარება რის თაყვანისცემას დაასრულებდა საქართველოში?
9.ნინოს ღმერთის კიდევ ერთ სასწაულს ვისი გაქრისტიანება მოჰყვა?(მეფის)
10.მეფის გაქრისტიანება ნიშნავდა ,რომ ქრისტეს რჯულს აღიარებდა სრულიად .....(საქართველო).













       














           
  




            
   

















































დანართი 4.წაკითხულის გააზრების ტესტი
                                                              ტესტი
1.რომელ სუკუნეში მოხდა ტექსტში აღწერილი ამბავი?
ა)VI-ში                     ბ)  V -ში             გ) VII -ში       დ)IV-ში
2.რისთვის ჩამოვიდა ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო საქართველოში?
ა)საქართველოში სამეცნიერო აკადემია გაეხსნა;
ბ)საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად;
3.ვინ იყო იმ პერიოდში ქართლის მეფე?
ა)დავით აღმაშენებელი   ბ)ვახტანგ გორგასალი   გ)მირიან მეფე
4)რატომ ირწმუნა დედოფალმა ნანამ ნინოს ღმერთი?
ა)ღმერთების თაყვანისცემა მოსწონდა;
ბ)ნინოს ღმერთმა ავადმყოფობისაგან განკურნა;
გ)ნინოს პატივს სცემდა;
5)რა მოხდა მნიშვნელოვანი ნადირობისას?
ა)მეფემ შევარდენი მოკლა;
ბ)უფლისციხეში ძლიერი წვიმა წამოვიდა;
გ)მზე გაშავდა და უკუნმა მოიცვა ყველაფერი;
6)როდის გამობწყინდა ნათელი?
ა)როცა ღრუბლები გადიყარა;
ბ)როცა კერპების წინასე მოიყარეს მუხლი;
გ)როცა მეფემ ნინოს ღმერთს სთხოვა შველა;
7)რა მნიშვნელობა მირიან მეფის გაქრისტიანებას?
ა)მირიან მეფე აღარ გაბრაზდებოდა დედოფალზე;
ბ)საქართველოში კერპები გამრავლდებოდა;
გ)მეფის გაქრისტიანების შემდეგ,მთელი ქართლი გაქრისტიანდებოდა;
                                                 დიფერენცირებული   ტესტი
1.რომელ სუკუნეში  მოხდა ტექსტში აღწერილი ამბავი?
)VI-ში                     )  V -ში                 )IV-ში
2.რისთვის ჩამოვიდა ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო საქართველოში?
)საქართველოში სამეცნიერო აკადემია გაეხსნა;
)საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად;
3.ვინ იყო იმ პერიოდში ქართლის მეფე?
   )ვახტანგ გორგასალი   )მირიან მეფე
4)რატომ ირწმუნა დედოფალმა ნანამ ნინოს ღმერთი?
)ნინოს ღმერთმა ავადმყოფობისაგან განკურნა;
)ნინოს პატივს სცემდა;
5)რა მოხდა მნიშვნელოვანი ნადირობისას?
)მეფემ შევარდენი მოკლა;
)მზე გაშავდა და უკუნმა მოიცვა ყველაფერი;
6)როდის გამობწყინდა ნათელი?
)როცა ღრუბლები გადიყარა;
)როცა მეფემ ნინოს ღმერთს სთხოვა შველა;
7)რა მნიშვნელობა ჰქონდა მირიან მეფის გაქრისტიანებას?
)მირიან მეფე აღარ გაბრაზდებოდა დედოფალზე;
)მეფის გაქრისტიანების შემდეგ,მთელი ქართლი გაქრისტიანდებოდა;

 გაკვეთილის/აქტივობის დაგეგმვის სქემა
 თემა: ფრინველთა ხმა
 მასწავლებელი:  მაია სირაძე
 პ/ნ.46001006583
 თარიღი:.2019.23.04.

საგანი:  ბუნება
სამოდელო გაკვეთილის ტიპი:ინტეგრირებული
ინტეგრირებული საგნები:ბუნება/ხელოვნება
კლასი::     
პირველ
დრო:   35 წთ
კლასის პროფილი
8 მოსწავლე
მოსწავლეთა სპეციალური საჭიროებების გათვალისწინება:  კლასში არის ერთი სსსმ მოსწავლე.
შესავალი

გაკვეთილის/აქტივობის ძირითადი მიზანი:მოსწავლეებმა შეძლონ  ზოგიერთი გარეული ფრინველის ამოცნობა და დასახელება , ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემოსტრირება., ;
ხმიანობის მიხედვით ზოგიერთი ფრინველის გარჩევა.ნამუშევრის შესრულებისას გამოიყენონ სხვადასხვა ფერი(ფანქრები)  და ითანამშრომლონ  თანაკლასელებთან.

სსსმ მოსწავლის მიზანი:შეძლოს აღწეროს ფრინველი(ნისკარტი,ფრთები,ბრჭყალები) , გამოიყენოს მითითებული ფერი და გააფერადოს .
 

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ბუნება.1.1.მოწსავლემ შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემოსტრირება.
ბუნება.1.3.მოსწავლემ უნდა შეძლოს ცოცხალი სხეულების აღწერა არსებითი ნიშან-თვისებების მიხედვით.
. . I.1. მოსწავლემ  უნდა შეძლოს საკუთარი ჩანაფიქრისა და შთაბეჭდილებების გადმოსაცემად
სახვითი ხელოვნების  რამდენიმე ძირითადი ელემენტის , მასალისა და ტექნიკის გამოყენება
ნამუშევარში.
ს. გ.I. 2 . მოსწავლემ  უნდა შეძლოს  თანაკლასელებთან  თანამშრომლობა.
..I.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა; აზრის
გამოთქმა  საკუთარ  და თანაკლასელთა ნამუშევრების  შესახებ.
(სსსმ მოსწავლე )
ბუნება.1.3.მოსწავლემ უნდა შეძლოს ცოცხალი სხეულების აღწერა არსებითი ნიშან-თვისებების მიხედვით.
. . I.1. მოსწავლემ  უნდა შეძლოს საკუთარი ჩანაფიქრისა და შთაბეჭდილებების გადმოსაცემად
სახვითი ხელოვნების  რამდენიმე ძირითადი ელემენტის , მასალისა და ტექნიკის გამოყენება
ნამუშევარში.




გაკვეთილის/აქტივობის გეგმა

აქტივობები
მიზანი
მეთოდი
მოსწავლეთა ორგანიზება
რესურსი
დრო
1.ამოიცანი გაკვეთილის თემა . ვერბალური ახსნა.
მოსწავლემ შეძლოს აუდიო მასალის მოსმენით ამოიცნოს გაკვეთილის თემა.

მოსწავლემ გააცნობიეროს გაკვეთილის მიზანი(იცოდნენ რა უნდა შეძლონ) და შეფასების რუბრიკა(როდის ექნებათ მაღალი მზაობა,როდის საშუალო და როდის დაბალი).






მასწავლებელი მოსწავლეებს ასმენინებს აუდიო მასალას ,,ბუნების ხმა“(დანართი .1.1.). ხმა“(მოსმენამდე სთხოვს ყურადღებით მოისმინონ და ამოიცნონ რისი ხმააა).

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანსა და შეფასების რუბრიკას(დანართი.2.),ასაკის შესაფერისი ლექსიკით.
მთელი კლასი
კომპიუტერი,
აუდიო მასალა,
პროექტორი,
შეფასების ცხრილი.
2წთ
2 .დავაჯგუფოთ ერთად
მოსწავლემ გაიაქტიუროს წინარე ცოდნა,გაუადვილდეს მომდევნო აქტივობების განხორციელება.
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით,
მასწავლებელი მოსწავლეებს ასრულებინებს მის მირ learningapps.org-ში(ბმულის ლინკი დანართი.1.2.)
შექმნილ სავარჯიშოს ,,შინაური და გარეული ფრინველები“.მათ მასწავლებლის მითითებებით უნდა ამოიცნონ,აღწერონ  და დააჯგუფონ შინაური და გარეული ფრინველები.
მთელი კლასი,
ინდივიდუალური
კომპიუტერი,პროექტორი,ინტერნეტი.

4წთ
3.ამოვიცნოთ ფრინველთა ხმები






მოსწავლემ გაიაზროს,რომ ფრინველები სხვადასხვა ხმებს გამოსცემენ.









მასწვლებელს მაგნიტურ დაფაზე გაკრული აქვს ფრინველების (მტრედი,ყვავი,მერცხალი,ბეღურა, ბულბული,არწივი,შაშვი,ბუ)ფოტოები და მათი ხმების აღმნიშვნელი სიტყვები(გალობს,ჭიკჭიკებს,ჟღურტულებ,ყრანტალებს,ჟივჟივებს,წივის,ჭახჭახებს,კივის). მოსწავლეები ასახელებენ ფრინველს, ამოიცნობენ სიტყვას ,რომელიც მის ხმას შეესაბამება და ერთმანეთთან აკავშირებენ ფრინველის სურათსა და ხმის აღმნიშვნელ სიტყვას.
მთელი კლასი,ინდივიდუალური
დაფა,ფრინველთა ფოტოები.
სიტყვები:გალობ,ჭიკჭიკებს, ჟღურტულებს ,ყრანტალებს,ჟივჟივებს.





5წთ
4.მოისმინე და ამოიცანი
მოსწავლემ შეძლოს ამოიცნოს  ფრინველთა ხმა
მასწავლებელი მოსწავლეებს ასმენინებს ფრინველთა ხმის ჩანაწერებს.მოსწავლეებმა უნდა ამოიცნოს მათი ხმა გალობს თუ ჭიკჭიკებს ფრინველი,ჟღურტულებს, ყრანტალებს თუ სხვა ხმას გამოსცემს,მოსწავლეებმა უნდა შეეცადონ ,ხმების მიხედვით თვითონ ფრინველების სახეობებიც ამოიცნონ (ვიდეო მასალების ლინკები დანართი .1.3;1.4.).

მთელი კლასი
კომპიუტერი, ფრინველთა ხმის ჩანაწერები.
7წთ
5 . პრაქტიკული მუშაობა









გააფერადე შენი საყვარელი ფრინველი
(სსსმ მოსწავლე)
მოსწავლემ შეძლოს ამოიცნოს გამომცემი ხმის შესაბამისი ფრინველი და გააფერადოს თავისივე შერჩეული ფერებით.













აღწეროს წერო და
მითითებული ფერის გამოყენებით გააფერადოს თავისი საყვარელი ფრინველი.
მასწავლებელი კლასს ჰყოფს ჰეტეროგენულ წყვილებად.ურიგებს ფრინველთა ფოტოებს (გასაფერადებელი),წყვილები ფარული კენჭისყრით ირჩევენ ფრინველის  ხმის შეასბამის სიტყვას(გალობს,ჭიკჭიკებს, ჟღურტულებს ,ყრანტალებს,ჟივჟივებს),შემდეგ ირჩევენ ხმის შესაბამის ფრინველის ფოტოს და აფერადებენ.მსურველს შეუძლია შეასრულოს ნახატი.



გასაფერადებელი ფრინველებიდან არჩევს თავის საყვარელ ფრინველს,მასწავლებლის დახმარებით აფერადებს მითითებულ ფერად(სარეზერვო აქტივობა- დააწებოს გამოჭრილი ფრინველების სურათები).
წყვილები



















ინდივიდუალური
ნაბეჭდი ფოტოები,ფერადი ფანარები,სიტყვები კენჭისყრისათვის,კლასიკური მუსიკა,კომპიუტერი.









გასაფერადებელი ფრინველები.
დიდი წიგნი ლელა ქისტაურის,,წუწუნა წერო“


10 წთ














მოსწავლემ შეძლოს ამოიცნოს ფერი და გააცნობიეროს რომელი ფრინველი როგორ  ხმას  გამოსცემს?(რომელია ტყუილი და რომელი მართალი).
მასწავლებელს კლასში შემოაქვს სხვადასხვა ფერის ბუშტები სხვადასხვა წარწერით(მამალი ჭიკჭიკებს,მტრედი ყივის, ქათამი ყრანტალებს,იხვი გალობს,ყვავი კაკანებს ,ბეღურა  ჭახჭახებს,არწივი წივის, ბულბული სტვენს).მასწავლებელი გამოიძახებს მოსწავლეს ,რომელმაც უნდა ამოიცნოს მითითებული ფერის ბუშტი,წაიკითხოს ფრაზა თუ არასწორად ამოიცნობს ტყუილია თუ მართალი  ბუშტს  ჩუქნის.
ინდივიდუალური
ბუშტები,
ფრინველების ხმის ჩანაწერი.
5 წთ
7.შეჯამება/შეფასება
გაკვეთილის შეჯამებით და განმავითარებელი კომენტარით მასწავლებელი ძლევს მოსწავლეებს უკუკავშირს.
შეფასების რუბრიკის მიხედვით მასწავლებელი აფასებს მოსწავლეების  მუშაობას,კლასის აქტიურობას,მოსწავლეებს ურიგებს ფერად ბუშტებს ფრინველების გამოსახულებით და უსურვებს წარმატებას.
მთელი კლასი
ბუშტები,შეფასების ცხრილი
2 წთ






მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები:
დაჯგუფების რომელ ფორმებს გამოიყენებთ ამ აქტივობის განხორციელებისას (მთელი კლასი, წყვილები, სამწევრიანი, ოთხწევრიანი, ჰომოგენური, ჰეტეროგენული და სხვ.)?
A ფაზა -საერთო საკლასო, ინდივიდუალური .  B ფაზა- საერთო საკლასო ,ინდივიდუალური. C ფაზა- წყვილები,ინდივიდუალური.

სასწავლო მასალა:((სახელმძღვანელო, თვალსაჩინოება, ინტერნეტ-რესურსი ,კომპიუტერი,პროექტორი და სხვ.)
 კომპიუტერი,პროექტორი,ფრინველების ფოტოები.ბუკი.ფრინველების გასაფერადებელი ფოტოები.დაფა.ფრინველთა ხმის ჩანაწერები.
ბუშტები.დიდი წიგნი ლელა ქისტაურის,,წუწუნა წერო“
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეები  შეძლებენ ზოგიერთი გარეული ფრინველის ამოცნობას და დასახელებას ;
ხმიანობის მიხედვით ზოგიერთი ფრინველის გარჩევას. სხვადასხვა ფერი გამოყენებას  და ითანამშრომლობას  .იმუშავებნ წყვილში/ჯგუფში საერთო ნამუშევრის შესაქმნელად, გაუზიარებენ თანაკლასელებს განსხვავებულ მოსაზრებებს;
 სსსმ მოსწავლე-შეძლებს მოისმინს მასწავლებლის ინსტრუქცია, აღწერს  ფრინველის ნაწილებს (მაგ., თავი, ფრთები, კუდი,   ნისკარტი, მიხედვით;მითითებული ფერის მიხედვით გააფერადებს საყვარელი ფრინველის სურათს.


გაკვეთილის/აქტივობის  ეტაპები   
A ფაზა (გამოწვევა  6 წუთი )
მასწავლებელი მოსწავლეებს ასმენინებს აუდიო მასალას ,მოსწავლეები ამოიცნობენ რისი ხმაა(ჩიტების ჭიკჭიკი)და აცნობს მათ,რომ სწორედ ფრინველთა ხმაა დღეს ჩვენი გაკვეთილს თემა.აქვე ესაუბრება მოსწავლეებს  გაკვეთილის მიზანსა და შეფასების რუბრიკაზე,ასაკის შესაფერისი ლექსიკით.
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით,
მასწავლებელი მოსწავლეებს ასრულებინებს მის მირ learningapps.org-ში(ბმულის ლინკი დანართი.1.)
შექმნილ სავარჯიშოს ,,შინაური და გარეული ფრინველები“.მათ მასწავლებლის მითითებებით უნდა ამოიცნონ,აღწერონ  და დააჯგუფონ შინაური და გარეული ფრინველები.

B ფაზა (განმავლობაში  22წუთი წუთი)
მასწვლებელს მაგნიტურ დაფაზე გაკრული აქვს ფრინველების (მტრედი,ყვავი,მერცხალი,ბეღურა ბულბული)ფოტოები და მათი ხმების აღმნიშვნელი სიტყვები(გალობ,ჭიკჭიკებს, ჟღურტულებს ,ყრანტალებს,ჟივჟივებს). მასწავლებელი მიუთითებს მოსწავლეებს ფრინველის ფოტოზე ,მოსწავლეები ასახელებენ ფრინველს( აქ მასწავლებელი ეკითხება,აღნიშნული ფრინველი რომ დახატო რომელ ფერებს გამოიყენებდი?),ინდივიდუალურად იძახებს მოსწავლეს ,რომელიც ამოიცნობს  სიტყვას ,რომელიც მის ხმას შეესაბამება და ერთმანეთთან აკავშირებენ ფრინველის სურათსა და ხმის აღმნიშვნელ სიტყვას.
მასწავლებელი მოსწავლეებს ასმენინებს ფრინველთა ხმის ჩანაწერებს,რომელიც წინასწარ აქვს მოპოვებული .მოსწავლეები ისმენენ,ასახელებენ ფრინველებს და მათ ხმას (გალობს ,ჭიკჭიკებს,ჟღურტულებს, ყრანტალებს,ყივის, კაკანებს და სხვა) მოსწავლეები მასწავლებლის მინიშნებებითა და კითხვებით შეეცადებიან ხმების მიხედვით თვითონ ფრინველების სახეობებიც ამოიცნონ (ვიდეო მასალების ლინკები დანართი .1.).
მასწავლებელი კლასს ჰყოფს ჰეტეროგენულ წყვილებად.ურიგებს ფრინველთა ფოტოებს (გასაფერადებელი),წყვილები ფარული კენჭისყრით ირჩევენ ფრინველის  ხმის შეასბამის სიტყვას(გალობს,ჭიკჭიკებს, ჟღურტულებს ,ყრანტალებს,ჟივჟივებს),შემდეგ ირჩევენ ხმის შესაბამის ფრინველის ფოტოს და აფერადებენ.მსურველი ასრულებს ნახატს.მასწავლებელი ახდენს წყვილებზე მუშაობის დაკვირვებას.
(სსსმ მოსწავლეს ეხმარება აქტივობის განხორციელებაში).
სამუშაოს დასრულების შემდეგ ,მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას.
წყვილებს მასწავლებელი აძლევს უკუკავშირს განმავითარებელი კომენტარის სახით(რა იყო მათი ძლიერი მხარე და რა აქვთ გასაუმჯობესებელი).
p.s.პრაქტიკული მუშაობა მიმდინარეობს კლასიკური მუსიკის ფონზე.

C ფაზა (რეფლექსია  7 წუთი)

მასწავლებელს კლასში შემოაქვს სხვადასხვა ფერის ბუშტები სხვადასხვა წარწერით(მამალი ჭიკჭიკებს,მტრედი ყივის, ქათამი ყრანტალებს,იხვი გალობს,ყვავი კაკანებს ,ბეღურა  ჭახჭახებს,მერცხალი ჭიკჭიკებს, მტრედი ღუღუნებს).მასწავლებელი გამოიძახებს მოსწავლეს ,რომელმაც უნდა ამოიცნოს მითითებული ფერის ბუშტი,წაიკითხოს ფრაზა თუ სწორად ამოიცნობს ტყუილია თუ მართალი  ბუშტს  ჩუქნის,მოსწავლეები არასწორ ფრაზას ცვლიან სწორი ფრაზით(ყვავი კაკანებს,უნდა იყოს ყვავი ყრანტალებს),მასწავლებელი ეხმარება ცოდნის აგებაში ,ამისთვის მოსწავლეს ეკითხება მაგ. რა კაკანებს? მოსწავლე პასუხობს- ქათამი კაკანებს.(მასწავლებელი მოსწავლეს აქაც აძლევს უკუკავშირს განმავითარებელი კომენტარით).



შეფასების რუბრიკის მიხედვით(დანართი.2.) მასწავლებელი აფასებს კლასის აქტიურობას,მოსწავლეებს უსურვებს წარმატებებს.








                                                                                                                                             
დანართი.1:
1.1.https://www.youtube.com/watch?v=wghf4fiuPWE&list=PLyHwrnaxJ-VfcOiPW0rJeM_IuR4pZz1kK-ბუნების ხმა
 1.3. https://www.youtube.com/watch?v=VmEHo8SCnhc-სახალისო ვიდეო ბავშვებისათვის ,,გარეულ ფრინველთა ხმები“
1.4.   https://www.youtube.com/watch?v=HhY9BayQbnA-,,შინაურ ფრინველთა ხმები“
დანართი.2:შეფასების კრიტერიუმების ცხრილი

კრიტერიუმები
მაღალი მზაობა
საშუალო მზაობა
დაბალი მზაობა
მოსწავლემ შეძლო ზოგიერთი გარეული ფრინველის ამოცნობა და დასახელება ;
ხმიანობის მიხედვით ზოგიერთი ფრინველის გარჩევა..

დამოუკიდებლად ამოიცნო ზოგიერთი გარეული ფრინველი,
ხმიანობის მიხედვით ამოიცნო ზოგიერთი ფრინველი
მასწავლებლის მინიშნებით ამოიცნო ზოგიერთი გარეული ფრინველი,
ხმიანობის მიხედვით ამოიცნო ზოგიერთი ფრინველი
ცდილობს ამოიცნოს ზოგიერთი გარეული ფრინველი,
ხმიანობის მიხედვით ამოიცნო ზოგიერთი ფრინველი(საჭიროებს მასწავლებლის დახმარებას)
მოსწავლემ შეძლო გამოიყენოს  სხვადასხვა ფერი  და ითანამშრომლოს  თანაკლასელებთან.
 დამოუკიდებლად შეარჩია და გამოიყენა  სხვადასხვა ფერი, კარგად  ითანამშრომლა მეწყვილესთან .
მასწავლებლის მინიშნებით შეარჩია და გამოიყენა  სხვადასხვა ფერი,   ითანამშრომლა მეწყვილესთან.
ცდილობს შეარჩიოს და გამოიყენოს სხვადასხვა ფერი,ითანამშრომლოს მეწყვილესთან.